საინტერესო
ცხინვალის რეგიონი: 25-ზე მეტი პაციენტის მართვას ვერ შევძლებთ, სულ 7 რეანიმატოლოგი ვართ 
2020-04-24 15:17:39

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აპრილის დასაწყისში დახურა საზღვარი რუსეთთან, თუმცა 9 მაისის გამარჯვების აღლუმისთვის სამხედრო წვრთნები ჯერ კიდევ გრძელდება. 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ექიმები ერთხმად აცხადებენ, რომ ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა თანდათანობით წყვეტს თვითიზოლაციის რეჟიმს. 

”ხალხი სახლში იჯდა, მაგრამ რამდენიმე კვირა გავიდა და დაიწყეს ქუჩაში გამოსვლა. ოფიციალურად, გადაადგილება შეზღუდულია, კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ბევრი ჯარიმდება, მაგრამ ბევრი ამ შეზღუდვებს სერიოზულად არ აღიქვამს”, - განაცხადა BBC– თან ინტერვიუში აფხაზეთის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა ზურაბ აჩბამ. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად აფხაზეთში სულ კოვიდ-19-ის 3 შემთხვევაა დადასტურებული. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ქართულ მხარეს ამის არ სჯერა. 

ექიმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსთან გასამკლავებლად სპეციალისტები არ ეყოფათ. BBC-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მთელს რეგიონში 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვთ და მისი გამოყენება დაახლოებით შვიდმა ადამიანმა იცის. 


ექიმი აცხადებს, რომ მხოლოდ 25 პაციენტის მართვას შეძლებენ, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებათ. "ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ადამიანის მიერთება მარტივი პროცედურა არ არის. ამისთვის გამოცდილი ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგია საჭირო. მთელს რესპუბლიკაში ამ დავალებასთან გამკლავება რამდენიმე ადამიანს შეუძლია: ერთი მე ვარ, 4-6 ჩემი სტუდენტია და მორჩა", — განუცხადა გამოცემას ცხინვალის სამედიცინო ცენტრის მთავარმა ანესთეზიოლოგმა და რეანიმატოლოგმა, ალექსანდრე პლიევმა. 

მიუხედავად იმისა, რომ რესურსების ნაკლებობას თავადაც აღიარებენ, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს დახმარებაზე უარს ამბობს და პირადი ნაცნობობის იმედად რჩება. BBC-სთან საუბრისას პლიევი აღნიშნავს, რომ პრობლემების შემთხვევაში დასახმარებლად რუს და დონეცკელ კოლეგებს მიმართავს. 

მსგავსი სიტუაციაა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ექიმები ამბობენ, რომ ეპიდემიის სამართავად რესურსი არ ეყოფათ, თუმცა თბილისის დახმარებაზე უარს ამბობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში პრობლემები აქვთ სამედიცინო აღჭურვილობის მხრივაც. 

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, არსებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ისევ უცნობია, როდის გაიხსნება ე.წ. გამშვები პუნქტები. 

ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლების დასახმარებლად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, რუხში,  საავადმყოფო აშენდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაა შესაძლებელი. თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უარზეა ამ კლინიკით ისარგებლოს. მათი თქმით, ეთნიკურად ქართველები "როგორღაც" ახერხებენ ე.წ. საზღვარზე გადაპარვას და ისინი "ამაზე თვალს ხუჭავენ", თუმცა თავისი ინიციატივით სამკურნალოდ ისინი არავის გაშვებას აპირებენ.

ბოლო ამბები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
გამოცემა Time 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს

„თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წელს ბევრია ექიმი

სრულად 
საქართველოში წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი დღეს გახდა ცნობილი

სრულად