მოვლენები
ევროპაში იზრდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები
2020-04-21 18:39:50

დღეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა გამოაქვეყნა 2019 წლის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში.

ანგარიშში მოცემულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემების მიმოხილვა, რომელთა წინაშეც ევროპული ქვეყნები დგანან.

ევროკომისრის განცხადებით, COVID-19-ს პანდემია ამწვავებს მრავალწლიან პრობლემებს და ავლენს ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის სისუსტეებს.

ევროკომისარი აღნიშნავს, რომ 2019 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ევროპაში გაიზარდა ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთ შემთხვევაში, .

ანგარიშში განხილული ხუთი თემა განსაკუთრებით კარგად ასახავს ევროპაში მიმდინარე ნეგატიურ ტენდენციებს: რასიზმის მზარდი პოლიტიკური და სოციალური მიმღებლობა; მიგრანტებისა და დევნილების  უფლებების უგულებელყოფა; ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საფრთხეები; განსხვავებული აზრის ჩახშობა; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ეროზია.

ევროკომისრის განცხადებით ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა გენდერული უთანასწორობაა.

”ძალიან ნელი პროგრესი აღინიშნება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქალისა და კაცის საშუალო ანაზღაურებას შორის განსხვავების შემცირება, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციასთან ბრძოლა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. ქალებს კვლავ არ აქვთ წვდომა სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე. ქალები სიძულვილითა და სექსისტური შენიშვნებით სავსე გამონათქვამების უსასრულო ნაკადის მსხვერპლები ხდებიან. ხოლო ზოგიერთი ულტრაკონსერვატიული ჯგუფების რიტორიკა და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალთა როლის შეზღუდვას და ამით ადამიანის უფლებების სტანდარტების დარღვევას, საფრთხის ქვეშ აყენებს უკვე მიღწეულ პროგრესს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით”- წერია ევროკომისრის ანგარიშში.
 

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად