გენდერული ძალადობა
ლათინური ამერიკის ქვეყნებში საგანგაშოდ გაიზარდა ბავშვთა მიმართ  სექსუალური ძალოდობის ფაქტები
2020-04-21 15:33:08

ლათინური ამერიკის ქვეყნებში საგანგაშოდ გაიზარდა ბავშვთა მიმართ  სექსუალური ძალოდობის ფაქტები და ისეთი დანაშაული, როგორიცაა ინცესტი.

ბოლივიის პოლიციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კარანტინის შემოღების შემდეგ დღეში საშუალოდ 40-დე ბავშვზე ძალადობის შემთხვევა ფიქსირდება.

როგორც არასამთავრო ორგანიზაცია Brisa De Angulo's charity აცხადებს, მათ ცხელ ხაზზე დახმარების მიზნით ასობით გოგონამ დარეკა, რომლებიც საკუთარ სახლებში მოძალადეებთან ჩაკეტილები აღმოჩნდნენ.

პერუში კარანტინის პირველი 17 დღის განმავლობაში 17-ზე მეტი არასრულწლოვანისა და სულ 43 გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა.

კოლუმბიაში ორჯერ გაიზარდა მიმართვიანობა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრში და შემთხვევების 77% ქალთა მიმართ ძალადობას უკავშირდება.

გაერომ COVID -19 პანდემიის დროს გენდერული ნიშნით ძალადობა შეაფასა, როგორც მზარდი "ჩრდილოვანი პანდემია".

ახლახანს 130-ზე მეტმა უფლებადამცველმა ჯგუფმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც ლათინური ამერიკის ქვეყნების მთავრობებს, გოგონების დასაცავად ზომების გაფართოვებისკენ და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

როგორც წერილში ნათქვამია „ქალთა მიმართ ძალადობა გახდა "უხილავი რეალობა" და ის სასწრაფო ჩარევას მოითხოვს“.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად