გენდერული ძალადობა
კარანტინის გამოცხადების შემდეგ ბრიტანეთში ორჯერ გაიზარდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მკვლელობები 
2020-04-17 11:41:35

მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში Covid-19– ის პანდემიის გამო კარანტინი გამოცხადდა, ოჯახური დანაშაულის ნიშნით მინიმუმ 16 მკვლელობა განხორციელდა, რაც ორჯერ აღემატება შესაბამისი დანაშაულების სტატისტიკას ამ პერიოდისთვის.

ორგანიზაცია Counting Dead Women- ის დამფუძნებლის განცხადებით, 23 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში ბრიტანეთში გამოვლინდა მინიმუმ 16 ქალთა და მათ შორის ბავშვთა მკვლელობის ფაქტი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალთა მკვლელობების სტატისტიკა ამ პერიოდისთვის საშუალოდ ხუთ ფაქტს შეადგენდა.
ბრიტანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ან კარანტინშია, ან თვითიზოლაციაში, ხოლო ათასობით ადამიანი პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში რჩება გამოკეტილი. საყოველთაო კარანტინმა დაუცველი ჯგუფები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენა. საუბარია ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე.

უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით ქვეყანაში კარანტინი ქალებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. იზოლაციის გამო, იზრდება ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, ასევე იმატა არსებულ ცხელ ხაზებზე ზარების რაოდენობამაც. 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად