გენდერული სიახლეები
პოლონეთში აბორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა გააპროტესტეს
2020-04-15 16:46:41

დღეს პოლონეთის სეიმი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტის გაკეთება აიკრძალება. 

ქალთა უფლებების დაცვის მოწოდებით პოლონეთში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ვარშავის ქუჩებში ქალებმა აბორტის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივა გააპროტესტეს. დაახლოებით 700,000 ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას მოთხოვნით, რომ მთავრობამ შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული წესების გათვალისწინებით, ქალები საკუთარი ავტომობილებიდან და ველოსიპედებიდან მართავდნენ აქციას. 

ისინი ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატამ უნდა განიხილოს და რომელიც ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტის გაკეთებას კრძალავს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასჯელს სკოლებში სექსუალური განათლების მიცემისთვის. 

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ რადგან ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჯარო შეკრებები აკრძალულია, ხელისუფლება ცდილობს, დრო იხელთოს და კანონპროექტი გაიტანოს. 

პოლიციელები დემონსტრანტებს ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებდნენ, რომ დაშლილიყვნენ, რადგან პოლონეთში გამოცხადებული კარანტინის მიხედვით, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, თუმცა, მედიის ცნობით, დემონსტრაციაზე არცერთი აქტივისტი არ დაუჯარიმებიათ. 

დემონსტრაციების გარდა, პოლონელებმა კანონპროექტი ვირტუალურ სივრცეშიც გააპროტესტეს. მათ Instagram-ზე ერთგვარი კამპანია წამოიწყეს და პრეზიდენტ ანჯეი დუდას საპროტესტო ბანერების ფოტოებზე ნიშნავენ. 

პოლონეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აბორტი დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ან ორსულობა გაუპატიურების შედეგია. თუმცა, ექიმების დიდ ნაწილს ხელი მოწერილი აქვს ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება ამ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად