გენდერული ძალადობა
საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2020-04-09 16:37:17

ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.

სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა.

პატარიას ინფორმაციით, შემთხვევა მარტის ბოლოს მოხდა და დაზარალებულის ინტერესებს “საფარი” წარმოადგენს.

“კარანტინში იყო მოთავსებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად, სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ამ ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად. ამ გოგონამ უარი განაცხადა სრულ გაშიშვლებაზე. მას შემდეგ, რაც ფილტვებს მოუსმინა და ლიფი შეუხსნა, ექიმმა პაციენტს მოსთხოვა დაწოლილიყო, რათა მისთვის სახსრები გაესინჯა. ამ პროცესში, როდესაც “სახსრებს უსინჯავდა”, არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალიან არასასიამოვნო შეხებას”, – განაცხადა პატარაიამ.

მისი თქმით, არაერთ ექიმთან გაიარა კონსულტაცია და შეეცადა, ვირუსზე შემოწმების სტანდარტი გაერკვია.

“არაფერ შუაში არ არის აქ სახსრების შემოწმება. მაქსიმუმი არის ტემპერტურის გაზომვა, ფილტვების მოსმენა და შემდგომ უკვე რენტგენი”, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაიას თქმით, შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა, გამოიკითხა ექიმი, რომელმაც დაადასტურა კარანტინში მოთავსებული ქალის “ასეთი გასინჯვის ფაქტი”.

ომბუდსმენის აპარატში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო რეგულირების სააგენტო, რომელთაც ასევე მიეწოდა ინფორმაცია, დროულ რეაგირებას არ ახდენენ.

“აუცილებელია, ეს კონრკეტული ადამიანი დროებით მაინც ჩამოშორდეს საქმიანობას, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ომბუდსმენის მიერ, ვინაიდან იგი წარმოადგენს საფრთხეს სხვა პაციენტებისთვის”, – განაცხადა პატარაიამ.

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად