გენდერული ძალადობა
კარანტინის დროს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება პრიორიტეტი უნდა იყოს
2020-04-08 12:23:47

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მომხდარ შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირება პრიორიტეტული უნდა იყოს.

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შსს-ის ინფორმაციით, მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას.

მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში. ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით განთავსდებიან, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მიმართვიანობის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

  • მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც;
  • სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი;
  • თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.

ომბუდსმენი ასევე მიუთითებს ტელეფონის ნომრებს, რომელზე დაკავშირებაც უფლებების დარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი:

  • სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზი - 1481;
  • აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ მურად გუსეინოვს ნომერზე - 591 70 10 73,
  • სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე - 595 80 78 44.
ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად