გენდერული ძალადობა
ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის პირს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა
2020-03-18 16:57:08

გორის სასამართლომ არასრულწლოვან შვილზე ძალადობისა და ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის პირს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის ცნობით, მსჯავრდებული წარსულში ოჯახში ძალადობისთვისაა ნასამართლევი.

პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის დეკემბერში ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკურად იძალადა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის 13 იანვარს, იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2020 წლის 14 იანვარს გორში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა.

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა

რენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა

სრულად