მოვლენები
კონსტრუქტ2 პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველ ქალებს სტიპენდიას უნიშნავს
2020-03-13 13:03:55

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებაზე და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის საერთო პროექტია.  კონსტრუქტ2  მსურველებს სთავაზობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას - „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ და 11 პროფესიული მომზადების პროგრამას სამშენებლო მიმართულებით.

კოლეჯში სწავლა და კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელით სარგებლობა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. 

პროექტის ფარგლებში, კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ფონდ „ტასოსთან“. მათი ინიციატივით, ყველა ქალს, რომელიც პროფესიული მომზადების პროგრამაზე გამოთქვამს სწავლის სურვილს, სტიპენდია დაენიშნება.

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები, გაიაროს ანაზღაურებადი პრაქტიკა და დასაქმდეს არჩეული პროფესიის მიმართულებით. სწავლება მოიცავს, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე ანაზღაურებად საწარმოო პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ კურსდამთავრებულებს კომპანია m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე დაასაქმებს.

პროფესიები :
1. ელექტრო-რკალური შედუღება;
2. თაბაშირ-მუყაოს ფილებით სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
3. მარტივი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
4. სხვადასხვა სახის საბათქაშე სამუშაოების წარმოება;
5. მშენებლობაზე ქარგილების მოწყობა;
6. არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადება მშენებლობაზე;
7. საკალატოზო სამუშაოების შესრულება;
8. სხვადასხვა სახის ზედაპირებზე სამღებრო სამუშაოების წარმოება;
9. სხვადასხვა სახის ზედაპირების ფილებით მოპირკეთება;
10. სხვადასხვა სახის სახურავის მოწყობა;
11. შენობაში წყალსადენი სისტემების მონტაჟი;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებზე“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სწავლება მოიცავს 2 წლიან თეორიულ კურსს.

ამჟამად განაცხადების მიღება ხორციელდება მომზადების პროგრამაზე :

1. მშენებლობაზე ქარგილების მოწყობა;
2. საკალატოზო სამუშაოების შესრულება;
3. არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადება მშენებლობაზე;
4. სხვადასხვა სახის საბათქაშე სამუშაოების წარმოება;

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ტელ: 032 2 42 44 43
https://construct2.ge/
e-mail: INFO@CONSTRUCT2.GE
იმერეთი, ზესტაფონი, ნიკო ნიკოლაძის 28

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

მარიუპოლელი ბიჭის დღიურის ისტორიებით ვხვდებით ომის დაწყებიდან მეორე 1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს

სრულად 
Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-ით შემცირდა მედია თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე

სრულად 
საელჩოები: შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

საელჩოები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას

სრულად