საინტერესო
კეკელიძე: პაატა იმნაძის დედა პენსიას გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს
2020-03-13 12:40:44

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პაატა იმნაძის დედის პოსტი გავრცელდა, რომელიც მისმა შვილმა ასე დაუკომენტარა: დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ “, მწერალი გიორგი კეკელიძე 90 წლის ქალბატონის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პაატა იმნაძის დედა მისი უფროსი მეგობარია და მისი ქველმოქმედების შესახებაც გვიყვება.

გთავაზობთ მწერლის პოსტს:

„რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.
ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა“- წერს გიორგი კეკელიძე თავის facebook გვერდზე.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სოფლად მცხოვრები ქალები ტრადიციების სადარაჯოზე

გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა

სრულად 
დინების წინააღმდეგ - ანუ ნანა სოფელს უბრუნდება

დღეს ნანა აროშიძის პირად ზღაპარზე გიყვებით. გიყვებით ახალგაზრდა ქალზე, რომელიც სირთულეებს არ შეუშინდა, ის რაჭაში, სოფელ ღებში გადასახლდა და მისი ზღაპრის კეთილ დასასრულს ყოველდღე საკუთარი შრომის ფასად ძერწავს

სრულად 
Cosmo Coffee - ბიზნესი სოციალური დატვირთვით

სრულად