მოვლენები
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი
2024-05-02 14:18:58

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი.

გრძელდება და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საპროტეტსო აქციამ. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინანრე აქციას, გუშინ, საქართველოს რეგიონები შეუერთდნენ. 

"ქართული ოცნება" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას გეგმავს, მიუხედავად 2023 წელს დადებული პირობისა, რომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. მეორე მოსმენაზე კანონს მხარი, ამჯერადაც, 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 54-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

1-ელ მაისს, პლენარული სხდომის დაწყება რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო, რადგან იპოზიციასა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. წინა განხილვების მსგავსად, ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომიდან ისევ გააძევეს. 
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ, ქვეყანაში გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. ის პარლამენტის ბიუროს ხვალ, 20 მაისს წარედგინება

სრულად 
პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. ის პარლამენტის ბიუროს ხვალ, 20 მაისს წარედგინება

სრულად 
საქართველოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, აუდიტორიები ცარიელია. სტუდენტები და ლექტორები გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციას უერთდებიან

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

სრულად