მოვლენები
სამოქალაქო ორგანიზაციები: 17:00-ზე ყველას გელოდებით პარლამენტის უკან
2024-05-01 16:05:02

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციები აფასებენ წუხანდელი მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევას და მიმართავენ სამართალდამცველებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არაძალადობრივი პროტესტის მიმართ არ გამოიყენონ ძალა.

„გუშინ, 2024 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო.

შსს-მ დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა არაპროპორციული ძალა – დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი, გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. სცემეს და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიღეს, მათ შორის, გოგოებმა, ქალებმა და ბავშვებმა.

სახალხო დამცველის შეფასებითაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ იყო მისი შეწყვეტისა ან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

ყველა დაკავებულს ეყოლება ადვოკატი და გაეწევა ყველა საჭირო დახმარება.

ეს პროტესტი გასცდა მხოლოდ რუსული კანონის გაპროტესტების ფარგლებს და სახელმწიფოს პასუხმა უკანონო და ბრუტალური სახე მიიღო. მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ დადებული პირობა არჩევნების შემდეგ რეპრესიების დაწყების შესახებ, როგორც ჩანს, უკვე ხორციელდება რუსულ სტილში. თუმცა, ხალხის რეაქცია ცხადყოფს, რომ ყველაფერ რუსულს ქართველი ხალხი ადეკვატურ პასუხს გასცემს.

რუსულ კანონთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სიმრავლე, სიძლიერე და ერთსულოვნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ ყველამ ერთად დავანახოთ, როგორც კონსტიტუციის მიღმა გასულ ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას.

მოვუწოდებთ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არაძალადობრივი პროტესტის მიმართ არ გამოიყენონ ძალა. ეს პროტესტი ყველა ჩვენთაგანის ევროპული, მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება.

დღეს 17:00 საათზე გელით ყველას პარლამენტის უკან. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. ის პარლამენტის ბიუროს ხვალ, 20 მაისს წარედგინება

სრულად 
პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. ის პარლამენტის ბიუროს ხვალ, 20 მაისს წარედგინება

სრულად 
საქართველოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, აუდიტორიები ცარიელია. სტუდენტები და ლექტორები გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციას უერთდებიან

სრულად 
უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი

უდიდესი საპროტესტო ტალღის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო დემოკრატიული ინსტიტუტები და გაამყარა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი

სრულად