გენდერული სიახლეები
ნიკო თათულაშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 66-ე სესიაზე
2022-03-23 09:56:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა სტატუსის კომისიის 66-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ინტერაქტიურ დიალოგში.

ნიკო თათულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ძირითად მიღწევებზე, მიღებულ ზომებსა და განხორციელებულ აქტივობებზე; ასევე, ისაუბრა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის ძირითადი ტენდენციების შესახებ ცვალებად სამუშაო გარემო პირობებში. მან მიმოიხილა შემუშავებული და განხორციელებული მიზნობრივი სახელმწიფო პოლიტიკა, პროგრამები და აქტივობები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ დანერგილი კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა; სხვადასხვა პროფესიის ქალებისთვის ტრენინგების, განათლებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა; ქალთა მხარდაჭერა ქალაქებსა და სოფლებში დასაქმებისა და სამუშაოს ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა; ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების გამოყენება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის და საქართველოს მიერ COVID 19-ის დროს გატარებული ზომები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საქართველოში, როგორც საკანონმდებლო, პოლიტიკურ და სოციალურ დონეზე, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკური გაძლიერების, ძალადობასთან ბრძოლისა და განათლების მისაწვდომობის მიმართულებით, ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა პრიორიტეტული საკითხებია, რაც განპირობებულია პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის, სტამბოლის კონვენციის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და ასევე სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს (ECOSOC) ქალთა სტატუსის კომისია (CSW) წარმოადგენს გლობალურ მთავრობათაშორის ორგანოს, რომელიც ექსკლუზიურად მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით. იგი ასევე ახორციელებს პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის პროგრესის მონიტორინგს, ასევე გაეროს აქტივობებში გენდერული პერსპექტივის დანერგვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

კომისია ყოველწლიურად ორკვირიან სესიას მართავს, რომლის განმავლობაშიც გაეროს წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები იკრიბებიან გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. კომისია, როგორც წესი, ამტკიცებს მრავალწლიან სამუშაო პროგრამას, რომლის ფარგლებში ხდება სახელმწიფოთა მიერ მიღწეული პროგრესისა და კარგი პრაქტიკების განხილვა და ძირითადი გამოწვევების გამოკვეთა.

კომისიის 66-ე სესია 2022 წლის 14-25 მარტს იმართება. 2022 წელს განსახილველი პრიორიტეტული თემაა გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი და კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკისა და პროგრამების განვითარების და მათში ეფექტური მონაწილეობის მიმართულებით.

ბოლო ამბები
რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად, გამოიყენებენ ალტერნაიული სამართლებრივი დავის გზას

სრულად 
ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან

მხოლოდ ერთ გულწრფელ პასუხს ვითხოვ, რა ალტერნატივას სთავაზობს სახელმწიფო იმ ქალებს, რომლებმაც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების საშუალებით მათი ცხოვრების მთავარი საქმე იპოვეს ..

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან

მხოლოდ ერთ გულწრფელ პასუხს ვითხოვ, რა ალტერნატივას სთავაზობს სახელმწიფო იმ ქალებს, რომლებმაც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების საშუალებით მათი ცხოვრების მთავარი საქმე იპოვეს ..

სრულად 
პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია

სრულად 
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად